ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

დღეს, პოლიტიკოსებმა არაერთხელ უწოდეს ბიძინა ივანიშვილს მშიშარა და თქვეს, რომ –ის ელჩმა, სწორედ ის იგულისხმა, როცა შიშზე საუბარობდა.
ინტერვიუ “ალიას” არქივიდან – 2020 წელი
-შიშზე საუბრობდით და ამბობდით, რომ ციხეში ჩაჯდომას გამბედაობა სჭირდება და მშიშრები ეცდებიან პასუხისმგებლობა აირიდონ. დავუშვათ, გაიმარჯვა ოპოზიციამ და თქვა, რომ ივანიშვილი არის დამნაშავე, ჩაჯდება ივანიშვილი ციხეში?
-არა, ჩემო კარგო, ივანიშვილი არის ევროპის ქვეყნის მოქალაქე… რატომ უნდა ჩაჯდეს? დენდროლოგიური პარკი რომ გახსნა და დაახლოებით 10-15 ქალაქში მილიონების ხარჯვით რესტავრირებული თეატრები რომ გახსნა, იმიტომ ჩაჯდეს ციხეში?
-ჩვენ უბრალო ხალხს ახლა თეატრში წასვლის ფული და ნერვი არა გვაქვს, არც დრო, იმდენს ვშრომობთ, თქვენ როდის იყავით, ბატონო მერაბ, თეატრში?
-კაი, რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე მაშინ…
-აბა, რას ვიზამ?.. „ალიას“ როდის იყო რამის დაბეჭდვის ეშინოდა? სიტყვა-სიტყვით დავბეჭდავთ…
-მაშინ გეტყვი პირდაპირ, არ ჩაჯდება და აი, რატომ – შევარდნაძე ჩაჯდა ციხეში?
-არა.
-სააკაშვილი?
-არა (ინტერვიუ გამოქვეყნებულია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე და დაკავებამდე).
-აბა, ბიძინა რატომ უნდა ჩაჯდეს? გადი, გენაცვალე, ქალაქგარეთ აგარაკები ნახე, „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, “ ქართული ოცნების“… ჩემო კარგო, ეს საქართველოა, აქ არის ჭამის პოლიტიკა, ჭამის ტენდენციაა, ვინც ხელისუფლებაშია – ის ჭამს, მოვა მეორე ხელისუფლება ის გაურიგდება ძალიან კარგად და სამაგალითოდ 2-3 კაცს, მერაბიშვილივით დასჯიან და დანარჩენები აყვავდებიან… ბიძინა ივანიშვილს იმდენი აქვს ფული, სააკაშვილი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ციხეში ჩაჯდება კი არა, პირიქით, პირიქით… შეიძლება ამაზე უკეთესად იყოს!

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე