ზვიად ძიძიგური – თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ქვეყანას – სამოქალაქო გმირობა იქნება თუ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში

სამოქალაქო გმირობა იქნება, თუ ის პარტიები, რომლებსაც არ აქვთ თავის თავის იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, არ მიიღებენ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას , – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ს განცხადებით, ტრაგედია იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნებში 5%-ს ბევრი ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს.
„5%-ს დაბლა რაც უფრო ნაკლები პარტია დარჩება, ეს იქნება უკეთესი. ტრაგედია იქნება ის, რომ 5% გადაულახავი პარტიების დიდი რაოდენობა, მაგალითად 15% დარჩეს. ამას ყველაფერს გაზომვა უნდა და ეს ს წინ გაიზომება. თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ჩვენს ქვეყანას. ყველა ადამიანის ვალია, ყველა პარტიას, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, დამოუკიდებლად თუ სხვადასხვა ფორმატში, უნდა დასვას საკითხი, 5%-ის გადამლახავი ხარ თუ არ ხარ? თუ არ ხარ 5%-ის გადამლახავი და არცერთი კვლევა ამას არ აჩვენებს და შენ თვითონაც ამაში ხარ დარწმუნებული, მაშინ რისთვის მიდიხარ არჩევნებზე, ხელისუფლებაში რომ დატოვო ისევ ივანიშვილი? სამოქალაქო გმირობა იქნება, თუ ის პარტიები, რომლებსაც არ აქვთ თავის თავის იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, არ მიიღებენ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების პერიოდი, მით უფრო მეტად მწვავედ უნდა დაისვას ეს საკითხი და ამაზე ყოველგვარი მორიდების გარეშე უნდა იყო პარტიებთან ლაპარაკი. ამ თემებზე ღია ტექსტებით უნდა ილაპარაკოს ყველამ.
1%-ს აღების შემთხვევაში წელიწადში 300 ათასი რომ მიიღო, ამისთვის მიდიხარ არჩევნებზე და ფაქტობრივად ხელისუფლებას ტოვებ ისევ სათავეში და გინდა ისევ ივანიშვილმა მართოს შემდგომი 4 წლის განმავლობაში ქვეყანა? ხომ ვნახეთ ბოლო 4 წელი რაც იყო? ბოლოს ლამის ჩვენი საგარეო ვექტორის ცვლილების საკითხი დააყენეს, ისეთ ნაბიჯებზე წავიდნენ. ჩვენ თუ კიდევ იმას ვფიქრობთ, რომ ისევ ივანიშვილი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და თუ ასეთი ტიპის განწყობებია პოლიტიკურ პარტიებში, ოპოზიციური რომ ჰქვია იმ პარტიებში, კარგად გვქონია მაშინ საქმე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე