შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ზღვის სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რაც შეეხება მომხდარის შედეგად დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ს რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული, ექიმების თქმით, მას კვლევები ამ დრომდე უტარდება, მიმდინარეობს მონიტორინგი.
გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი კი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
ცნობისთვის, ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ, ქალი ადგილზე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე