საუდის არაბეთში, შარქიასა და რუბ ელ-ხალის რეგიონებში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი საბადოები აღმოაჩინეს. ამის შესახებ არაბული მედია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის აბდულ აზიზ ბინ სალმანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ აღმოაჩინა ორი არატრადიციული ნავთობის საბადო შარქიას რეგიონში, ასევე ბუნებრივი გაზის ორი საბადო რუბ ალ-ხალის რეგიონში, აღნიშნა მინისტრმა.
საუდის არაბეთის, ამ ნახშირწყალბადების მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორის, ნავთობის დღიური მოპოვება დაახლოებით 10 მილიონი ბარელია, ექსპორტი დაახლოებით 7 მილიონი ბარელი დღეში.