კიევში ვიზიტის შემდეგ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს პუტინთან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 5 ივლისს მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შეატყობინა წყარომ უნგრეთის მთავრობაში. ამ კვირაში ორბანი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ს და ში შესაძლო საზავო შეთანხმების შესახებ ისაუბრა.
ორბანთან ერთად კრემლს ეწვევა საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტოც. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, სიიარტო ხუთჯერ იმყოფებოდა ვიზიტით რუსეთში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ვიქტორ ორბანი ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს შორის გამოირჩევა იმით, რომ თავს იკავებს უკრაინისთვის დასავლეთის იარაღისა და დახმარების პაკეტების ხელმოწერისგან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ჯერ არ უპასუხია რადიო თავისუფლების თხოვნაზე, კომენტარი გააკეთოს მოსკოვში ორბანისა და სიიარტოს ვიზიტის თაობაზე.
როგორც გასულ თვეში განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთი ამ ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუკი გარკვეულ პირობებს შეასრულებს. პუტინის მიერ წამოყენებულ პირობებს შორისაა უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და, ყირიმთან ერთად, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი უკრაინული რეგიონის დათმობა.
უკრაინამ უარი თქვა ამ პირობებზე და განაცხადა, რომ ისინი კაპიტულაციას უდრის.
სხვადასხვა შეფასებით, ომში ორივე მხარეს მინიმუმ ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.