კრემლი: 8-9 ივლისს რუსეთს ეწვევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი

კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 8-9 ივლისს რუსეთს ეწვევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. ის მოლაპარაკებებს გამართავს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ამ ვიზიტის შესახებ რუსეთმა პირველად გამოაცხადა გასულ თვეში, მაგრამ მაშინ მოდის სტუმრობის თარიღები არ დაუზუსტებიათ.
რუსეთს ინდოეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ცივი ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ მოსკოვისთვის დელის, როგორც სავაჭრო პარტნიორის, მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარები ში შეიჭრნენ.
მოდის ხელმძღვანელობის პერიოდში ინდოეთი თავს არიდებდა რუსეთის დაგმობას უკრაინაში აგრესიისთვის და აქცენტს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე.
ნარენდრა მოდი უკანასკნელად 2019 წელს ესტუმრა რუსეთს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს