კაშია ნაკრების სახელით მადლობას უხდის ივანიშვილს და გულშემატკივარს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე წერილობით განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ფონდ ქართუსა და ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდს პრემიის სახით 30 მილიონი აჩუქეს.
კაშია წერილობით განცხადებაში ასევე მადლობას უხდის გულშემატკივარს.
„ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის 30 მილიონის გარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფულადი ჯილდო ასევე გადაეცემა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უეფასგან. საუბარია 12 მლნ ევროზე, რაც დაახლოებით 36 მლნ ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს