პრეზიდენტი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა

პრეზიდენტი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო