“თალიბანი”, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ “თალიბანი” ტერორიზმთან ბრძოლაში ს მოკავშირეა.
“ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ “თალიბანი” აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, “თალიბანი”, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში”, – თქვა პუტინმა.
პუტინის აზრით, ნებისმიერი მთავრობა დაინტერესებულია იმ ძალაუფლებისა და სახელმწიფოს სტაბილურობით, რომელსაც ის მართავს. “დარწმუნებული ვარ, რომ თალიბანი დაინტერესებულია, რომ ავღანეთში ყველაფერი სტაბილურად იყოს“, – დასძინა მან.
მოსკოვი კვლავ აგრძელებს ურთიერთობას “თალიბანთან”, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან ის აკრძალულ ორგანიზაციადაა დასახელებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს