გორში ერისთავის თეატრში კონცერტი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ერისთავის თეატრში ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა -დან მოწვეული სტუმრების, გრემის მფლობელი ვარსკვლავების, არი ჰონიგისა და ბამ როდრიგესის თანამონაწილეობით , – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტზე შესრულდა საგუნდო კომპოზიციები ერთობლივი ალბომიდან, რომელიც 2023 წელს Leno Records-ში ჩაიწერა.
„პროექტი ქართულ-ამერიკული კულტურათაშორისი კავშირების გამოვლენას, ქართული მრავალხმიანობის ახლებურად გააზრებასა და თანამედროვედ აჟღერებას ემსახურება.
ორგანიზატორები არიან: სსიპ გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის მუნიციპალიტეტის მერია და ერისთავის თეატრი“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს