მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, მზად არის გაითვალისწინოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები კონფლიქტის დასასრულებლად.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოება ორგანიზაციის მუშაობის პრიორიტეტად რჩება.
„სწორედ ამისკენ არის მიმართული დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის უნივერსალურ ცენტრად გარდაქმნის შესახებ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოების საფრთხეების სრულ სპექტრს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორობას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ეს ურთიერთქმედება თანდათან ვითარდება თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებით, კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემით, უსაფრთხოების აქტუალური საკითხების კოლეგიალური გადაწყვეტილებების ძიებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს