m&i Tbilisi-ის ფორუმის მონაწილე ზუზანა ბარტა ნაგი – საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც პატარა, ასევე დიდ ტურისტულ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ ლამაზი ქვეყანა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „m&i Tbilisi 2024“-ის ფორუმის თბილისში გამართვას მონაწილეები საქართველოს წარმატებად აფასებენ.
ფორუმის მონაწილე, ზუზანა ბარტა ნაგის განცხადებით, „m&i”-ის საშუალებით საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიცნობენ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ „m&i”-ის ფორუმი საქართველოში ტარდება. გასულ წელს მქონდა პატივი შევხვედროდი ორგანიზატორებს, ჩვენ განვიხილავდით ფორუმის საქართველოში ჩატარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ფორუმი აქ იმართება. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა დედაქალაქი, ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით პარტნიორებს, განვიხილავთ გეგმებს. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც პატარა, ასევე დიდ ტურისტულ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ ლამაზი ქვეყანა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბუდაპეშტსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენებია“, -განაცხადა ფორუმის მონაწილემ, ზუზანა ბარტა ნაგიმ უნგრეთიდან.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმი 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, , ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, , ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია