ISW – უკრაინა რამდენიმე ახალი ბრიგადის აღჭურვას ვერ ახერხებს

უკრაინა სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტს ებრძვის და ახალ ბრიგადებს აყალიბებს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ აღჭურვას დასავლური სამხედრო დახმარების დაგვიანებისა და არასაკმარისი რაოდენობის გამო, – ამის შესახებ ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.
„დასავლეთის დროული და ადეკვატური დახმარება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, რომელიც განსაზღვრავს როდის და რამდენად შეძლებენ უკრაინული ძალები ხელში ჩაიგდონ ინიციატივა ბრძოლის ველზე და განახორციელონ ოპერატიულად მნიშვნელოვანი კონტრშეტევითი ოპერაციები მომავალში“, – აცხადებენ ორგანიზაციის ექსპერტები.
„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები ციტირებენ ჩასოვ-იართან განლაგებული ერთ-ერთი უკრაინული ბრიგადის მეთაურს, რომლის თქმითაც, მის ოპერატიული ზონაში უკრაინულ ჯარებს უფრო მეტად ესაჭიროებათ საბრძოლო მასალა, ვიდრე ცოცხალი ძალა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის უნარი, ჩაატაროს წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია, დამოკიდებულია ახალი ბრიგადების მძიმე აღჭურვილობით აღჭურვაზე. ISW-ი წერს, რომ როგორც ჩანს, საუბარია სულ მცირე 10 ახალი უკრაინული ბრიგადის დასავლური იარაღით, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით და ტანკებით, აღჭურვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ