სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპულ პილოტს, კახაბერ ზურაბაშვილს 6 ივლისს დაკრძალავენ

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპულ პილოტს, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილს გორში შაბათს, 6 ივლისს დაკრძალავენ.
ზურაბაშვილი გორში, მშობლიურ სახლში გუშინ საღამოს გადაასვენეს.
შარტავას ქუჩაზე მდებარე სახლში გარდაცვლილი პილოტის ნათესავები, მეგობრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მეორე დღეა ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები.
დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 401-ე მუხლით არის აღძრული.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება