ლევან კობიაშვილი: ვილი სანიოლთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს გვაქვს

“ის, რომ ვილის მიმართ ინტერესი არის, ეს გასაგები და ლოგიკურია, თუმცა ეს ინტერესი მანამდეც იყო, სანამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. ზოგადად, ბოლო პერიოდში ვილის მიმართ ინტერესი იყო, რადგან ის წარმატებული გზა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ ამას ყველა ხედავდა და მედიის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები ინტერესდებოდნენ ვილი სანიოლით.” – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.
“დღევანდელი სიტუაცია რაც არის, წლის ბოლომდე ჩვენთან აქვს მოქმედი ხელშეკრულება. შესაბამისად, სექტემბრიდან ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას მთავარ მწვრთნელთან ერთად. სამომავლოდ, ჩვენ დაწყებული გვაქვს საუბარი ვილისთან და ეს საუბარი დიდი ხანია დაწყებულია. ვილიმ იცის ჩვენი პოზიცია, რომ გვინდა რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს ჩვენთან, რათა კიდევ გავაგრძელოთ ეს გზა და ასევე, ჩვენც ვიცით მისი პოზიცია. საბოლოოდ რა იქნება გადაწყვეტილი მომდევნო წლიდან ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულება არსებობს და ორივეს გვაქვს სურვილი, რომ მომდევნო წლიდანაც ერთად ვიყოთ”,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში “ღამის კურიერი”

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება