ისრაელი ჰამასის ახალ წინადადებას განიხილავს

ისრაელის განცხადებით, განიხილავს ჰამასის (-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად) წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების განთავისუფლების შესახებ შეთანხმების გარშემო.
ს პრემიერ-მინისტრის, ს ბიურომ, უცხოეთის დაზვერვის სამსახურის – “მოსადის“ – სახელით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, შუამავალმა ქვეყნებმა – აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ – ისრაელს მიაწოდეს ჰამასის პროექტი, რომელსაც განიხილავს და თავის მოსაზრებას გამოაქვეყნებს.
ჰამასის წინადადების შინაარსი არ არის ცნობილი, არაფერს იტყობინებიან იმის შესახებაც, როგორ განსხვავდება ახალი ინიციატივა წინანდელისგან.
ჰამასი თვითონ ავრცელებს ცნობას, რომ შუამავლებთან რამდენიმე ვარიანტი განიხილა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლების გზით მოლაპარაკება თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. მოლაპარაკების მიზანია, დაიყოლიონ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე და საპასუხოდ ჰამასი – მძევლების განთავისუფლებაზე.
შარშან 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმისას, გაიტაცეს 250-მდე მძევალი. იერიშს ემსხვერპლა 1200 ადამიანი. მას მერე ისრაელი ღაზის სექტორში – პალესტინელთა ტერიტორიაზე – ახორციელებს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას, რომელსაც თითქმის 38 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
განადგურებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება