რობერტო ფირმინო 32 წლის ასაკში პასტორი გახდა

“ალ აჰლის” 32 წლის შემტევი რობერტო ფირმინო ბრაზილიის ქალაქ მაკეიოში მდებარე მანას ეკლესიაში თავის მეუღლესთან ერთად ევანგელურ მოძღვრად აკურთხეს.
“მანას ეკლესიის სამი წელი. რა დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი ღამეა, მას შემდეგ რაც ჩვენ შევხვდით ქრისტეს, გვინდა, რომ ადამიანებმა ეს სიყვარული იცოდნენ.
ახლა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პასუხისმგებლობა – ვიყოთ პასტორები”, – დაწერა ფირმინომ სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ მანას ეკლესია თავად ფირმინომ 2021 წელს დაარსა