იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე – შთაბეჭდილებებზე ვერაფერს გეტყვით, არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება

შთაბეჭდილებებზე ვერაფერს გეტყვით, არავის შთაბეჭდილებას არ დავკვირვებივარ. მოგეხსენებათ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული ცოტა ხნის წინ, ამიტომ არ ვიცი, ვის, რა ეტყობოდა სახეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება, – ასე უპასუხა დეპუტატმა, მ, რომელიც ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრია, ჟურნალისტების კითხვას, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად სახელისუფლებო პარტიას აქვს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული.
ამასთან, მისი თქმით, როგორ შეიძლება ახლა, გენერალურ პროკურორს ირჩევდნენ იმ ფონზე, როცა რამდენიმე თვეში ა.
ხვიჩიას თქმით, ახლა არ არის გენერალური პროკურორს არჩევის დრო, მის მოვალეობას არჩევნებამდე უნდა ასრულებდეს პროკურორის რომელიმე მოადგილე და როდესაც არჩევნები ჩაივლის, მშვიდად და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 6 წლის ვადით უნდა იქნას არჩეული გენერალური პროკურორი.
„მე ვაპირებ პროცესს დავესწრო და ვეცადო, საზოგადოებას წარვუდგინო, თუ რა მგონია მნიშვნელოვანი მთავარი პროკურორისთვის, ანუ ამ სფეროში მთავარი ადამიანისთვის და როგორი მგონია საჭირო სამომავლოდ მისი ფუნქციები. უბრალოდ იმისთვის, რომ ადამიანებს წარმოვადგენდე, დავესწრები ამ სხდომას დავსვამ კითხვებს, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ წუთას ჩვენ სათანადო კანდიდატის შერჩევას შევძლებთ.
ჯერ საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, ზოგადად, პროკურატურას რა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, როგორი უნდა იყოს სისხლის პოლიტიკა და ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვის შეიძლება ვანდოთ ასეთი საქმე. ჯერ ჩვენ საერთოდ არაფერზე გვაქვს ნაფიქრი და ასე ვირჩევთ ერთპარტიულად პროკურორს. ასე იყო მანამდეც, და ზოგადად, ვიცით, რომ როდესაც მთავრობაში მოდის ადამიანი მას მოჰყავდა თავის მთავარი პროკურორი. ამის გაგრძელება იქნება ალბათ, ახლა რასაც გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი ადამიანი ავარჩიოთ ან არც ისე კარგი, მაგრამ ის, რაც საზოგადოებას სჭირდება არის მთლიანად ამ თანამდებობის და საქმიანობის გადააზრება,რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა ჰქვია ქვეყანაში”, -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს გაესაუბრებიან.
აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.