დაგლას ჯონსი – უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დროს ს შესთავაზებენ კონკრეტულ გზებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი გაწევრიანების დასაჩქარებლად, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. გორდონ დაგლას ჯონსმა, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს განუცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შემაჯამებელ დეკლარაციაში დადასტურებული იქნება ის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ კონკრეტული ფორმულირება ჯერ კიდევ თანხმდება.
დაგლას ჯონსის განმარტებით, ალიანსი განიხილავს იმას, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში ახლა, როგორ შეაჩეროს მომავალში და როგორ მოამზადოს უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განაცხადა, რომ ვაშინგტონში სამიტზე ასევე მიწვეული არიან 35 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ს, ეგვიპტის, იორდანიის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.