UKRAINSKA PRAVDA: კირილო ბუდანოვის ცოლი მოწამლეს

Ukrainska Pravda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის ცოლი, მარიანა ბუდანოვა მოწამლეს.
უკრაინული გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ძალოვან უწყებაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ბუდანოვა მძიმე მეტალებით არის მოწამლული და მას უკვე ჩაუტარდა მკურნალობის პირველი ეტაპი.
“რაც შეეხება ბუდანოვის ცოლს (მოწამვლას), ეს სიმართლეა. ის თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც მას სამედიცინო ტესტები ჩაუტარდა და დადგინდა მოწამლვა”. – ამბობს Ukrainsa Pravda-ს წყარო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწამლვა დაუდგინდა ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს.
აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ ცოლთან ერთად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, თავის ოფისში ცხოვრობს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყვილი 24 საათი ერთადაა.

ასევე დაგაინტერესებთ