თორნიკე რიჟვაძე – მაქსიმალურად დროულად უნდა დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ყველა დაზარალებულ მეწარმეს დახმარება გაეწიოს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყველა სამსახური იქნება ჩართული, რათა დროულად შესრულდეს გაწმენდითი სამუშაოები, შეისწავლონ ზარალი და მაქსიმალური დახმარება გაეწიოს ყველა კერძო პირსა თუ მეწარმეს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.
როგორც მან დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „გუშინ განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ს და ქობულეთის სანაპიროებს, ბულვარს“.
„გუშინ განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბათუმის და ქობულეთის სანაპიროებს, ბულვარს. მინდა ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, ყველა სამსახურს, მაქსიმალურად დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად მოახდინონ ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც აღნიშნული მოვლენებით დაზარალდა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
გუშინ უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. დღემდე მობილიზებულია მერიის საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. ინფრასტრუქტურის აღდგენა გამოდარებისთანავე მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – „ქართულ ოცნებას“ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო – არსებობს არჩევნებში ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია