ბლინკენი ალიევს და ფაშინიანს ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. უმთავრესი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
ბლინკენსა და ალიევს შორის 27 ნოემბერს გამართული საუბრის ფონია აზერბაიჯანის უარი, მონაწილეობა მიეღო სომხეთთან მოლაპარაკებაში, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო.
შეხვედრამდე 4 დღით ადრე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა სომხეთთან კონფლიქტისადმი „ცალმხრივ მიდგომასა“ და „სეპარატიზმის მხარდაჭერაში“, უარი თქვა ბაქოში ამერიკელი დიპლომატების მიღებაზე და გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ვაშინგტონში სომხეთთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში. შეერთებული შტატების დედაქალაქში ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენი მიესალმა ს მიერ აღებულ ვალდებულებას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმდეს შეთანხმება მყარი მშვიდობის მისაღწევად.
სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მრავალწლიანმა კონფლიქტმა ტანჯვა მიაყენა როგორც აზერბაიჯანელებს, ისე სომხებს და ხაზი გაუსვა სარგებელს, რომელსაც მშვიდობა მოუტანს მთელ რეგიონს.
ბლინკენმა ალიევთან განიხილა აშშ-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობები, ამ ურთიერთობებში ბოლო ხანს წარმოქმნილი პრობლემები და თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობები, განსაკუთრებით სამშვიდობო პროცესში.
პრესმდივან მეთიუ მილერის ინფორმაციით, 27 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მყარი მშვიდობის მისაღწევად შეთანხმების გაფორმებისკენ.
ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საუბარი იყო ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზეც.
2023 წლის 20 სექტემბერს, ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ მისი სუვერენიტეტი აღდგენილია 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგულ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღზე. ბაქოს კონტროლის დამყარების შემდეგ ეთნიკურმა სომხებმა რეგიონი დატოვეს.
სამი წლით ადრე, 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ს შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი”. 2023 წლის სექტემბრის მარცხის შემდეგ, სომხეთში რუსეთი ბევრმა დაადანაშაულა ღალატში, ოფიციალურმა ერევანმა კი მოსკოვთან პარტნიორობის კურსის შეცვლა დაიწყო.
მთიან ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირის შუამავლობით გამართეს სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი.
აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო პროცესში შუამავლობა შესთავაზა საქართველომაც. 26 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა 3 ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა