აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი იყო

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის საპრეზიდენტო ს პირველ ტურში აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი იყო.
„ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ხალხის აქტივობა მნიშვნელოვანი და ისლამური რესპუბლიკისთვის სიამაყის წყარო იქნება“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.
ხამენეიმ აღნიშნა, რომ დაბალი აქტივობა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული და მოსახლეობას მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა 40% იყო, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. 5 ივლისს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს რეფორმისტი კანდიდატი, მასუდ პეზეშკიანი და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, საიდ ჯალილი დაუპირისპირდებიან.