გიგი წერეთელი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდამჭერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, თავდაპირველად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის სამუშაო ვერსია გავრცელდა, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდამ გამოიყენა, „თითქოს დასავლეთის და ასამბლეის მხრიდან საქართველოს ინტერების საწინააღმდეგო ჩანაწერი შეგნებულად მზადდებოდა“.
მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერი.
„მე არ ვარ ოფიციალური წევრი დელეგაციის და არ მიმიღია კონკრეტულ განხილვებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, აქ იყო საუბარი ერთ პარაგრაფზე, ეს იყო სამუშაო ვერსია კომიტეტში, სადაც არ იყო მართებული, სწორი ფორმულირებები შესაბამისი იმ ვითარების და რეალობის, რომელიც დღე არის. ამავდროულად, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ოკუპაციის, დემოკრატიის თუ ს, საბოლოო რეზოლუციის სხვადასხვა მუხლებში შეტანილია.
შესაბამისად, ამაზე იყო რეაქცია, პირველ რიგში, ოპოზიციის მხრიდან და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, შესაბამისად, ეს არ ასახულა საბოლოო ვერსიაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ ეს გამოიყენა, თითქოს რაღაც მზადდებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დასავლეთის მხრიდან, ამერიკელების მხრიდან და თვითონ ასამბლეის ინტერესი იყო ამაში, რაც ნამდვილად უსაფუძვლოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანტიდასავლური კამპანია გრძელდება.
ეს ორგანიზაცია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერი. ის არის კრიტიკული დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მოსწონს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მკაფიოდ გაცხადდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან. როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, ღონისძიებაზე ევროპაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე არაერთი დისკუსია გაიმართა და უპირველეს ყოვლისა, ეს სა და ზოგადად უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა.
„საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც როგორც სხდომაზე, ასევე კულუარულადაც იყო მუდმივად დისკუსიები, იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ – ეს უკავშირდება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ე.წ. აგენტების კანონს და ამ კანონის მიუღებლობას. ეს სპეციალურად აღინიშნა კიდეც რეზოლუციაში და იყო ამაზე განცხადებები, რომ ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან და ამასთან დაკავშირებით, უკვე ეუთო/ოდირმაც გააკეთა განცხადება.
შემდეგი მნიშვნელოვანი თემა, ეს არის არჩევნები და აქ სპეციალური შესწორებაც შევიდა რეზოლუციაში, რომელიც ითხოვს რაც შეიძლება ფართომასშტაბიან და მნიშვნელოვან მისიის ორგანიზებას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნებზე ზემოქმედება ვერ შეძლოს და ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტები ვერ გამოიყენოს.
ამ თემებზე ბევრი შეხვედრა გაიმართა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან – იმ სენატორებთან და კონგრესმენებთან, ვინც „მეგობარი“ აქტის ინიცირება მოახდინა კონგრესში. მსჯელობა იყო თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ არც აშშ და არც ევროპა არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას ასეთ რთულ და კრიტიკულ პირობებში“,- განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის განცხადებასაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული