მორიგი 5 ივლისიც მოახლოვდა. საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ ამ დღეს სიურპრიზებს უნდა ელოდონ — ეს PLUS-ის დაბადების დღეა და იგი უკვე შვიდი წლის ხდება!
წელს ეს თარიღი კვირის ბოლო სამუშაო დღეს ემთხვევა, ამიტომ „PLUS პარასკევს“, რომელიც ინტერესითა და მოთხოვნით „შავ პარასკევს“ უტოლდება, პარტნიორ ობიექტებში მომხმარებლები ყველაფერს ნახევარ ფასად შეიძენენ! ინფორმაციისთვის, გასულ წელს შეთავაზებით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.