სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას დნეპროპეტროვსკზე

სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე ს მხრიდან დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშის შედეგად – იუწყება რეგიონის გუბერნატორი სერჰი ლისაკი 3 ივლისს.
ლისაკი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმამ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია.
პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოაგდეს ხუთი რაკეტა, მათ შორის Iskander-K-ის ტიპის საკრუიზო რაკეტა და ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ხუთი იყო “შაჰედის” ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, შეტევის მთავარი სამიზნე დნეპროპეტროვსკი იყო.