Politico: ტრამპი უკრაინასა და საქართველოში ნატოს არგაფართოების გეგმას განიხილავს

Politico-ს ინფორმაციით, -ის პრეზიდენტობის კანდიდატ ს მრჩევლები ნატოსთან დაკავშირებით „რადიკალური გადახედვის“ გეგმას განიხილავენ, რაც მოიცავს ბლოკში ვაშინგტონის როლის ევროპის შემდეგ გადანაცვლებას და ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას.
POLITICO-ს და Newsweek-ის ყოფილი რედაქტორი მაიკლ ჰირში ტრამპის გეგმებთან დაკავშირებულ ვრცელ სტატიაში წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპმა ალიანსი დატოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება.
„უკრაინის კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის ნატოსთან დაკავშირებულ გეგმებში. როგორც უკრაინის გეგმის ნაწილი, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი განიხილავს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ნატო იღებს ვალდებულებას აღმოსავლეთით — კონკრეტულად სა და საქართველოში — შემდგომი არგაფართოების შესახებ და მოლაპარაკებებს აწარმოებს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იმაზე, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი შეუძლია, შეინარჩუნოს“, — წერს „პოლიტიკო“ ტრამპის თანამოაზრე ეროვნული უსაფრთხოების ორი ანონიმური ექსპერტის მოსაზრებაზე დაყრდნობით.
სტატიაში ნათქვამია, რომ ასეთი გეგმა გააუქმებს ნატოს ბუნდოვან დაპირებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო შეთანხმდა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.
უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე, 2021 წლის დეკემბერში მოსკოვმა აშშ-სა და ნატოს შესთავაზა შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ