გიორგი ბოტკოველი – ხელისუფლებისგან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა აშშ-ს მიერ რუსეთის გავლენის აგენტად აღიარებული ადამიანი, დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გენერალური პროკურორის პოზიციაზე ვინმეს კანდიდატურის დაყენება ეჭქვეშ არის დამდგარი.
„ხელისუფლებისგან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა -ს მიერ ს გავლენის აგენტად აღიარებული ადამიანი, დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი, ის რეალურად ვერ შეასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას, რომელსაც უნდა ასრულებდეს გენერალური პროკურორი.
პროკურორი, რომელიც ჰყავდა საქართველოს, ფარცხალაძეს ვგულისხმობ და რომელმაც ბრალი წაუყენა საქართველოს პრეზიდენტს, ეს რეალობა უკვე ასახავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა ბოტკოველმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ