რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკიდან ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე, სადაც სამხედრო-საზღვაო ბაზა და სხვა სამხედრო ობიექტებია განთავსებული.
პირველი ცნობები აფეთქებების შესახებ ღამის სამი საათის შემდეგ გავრცელდა. ნოვოროსიისკის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნახევარ საათზე მეტია ზღვის მხრიდან აფეთქებები ესმით.
მოგვიანებით, ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სამხედროები უეკიპაჟო კატერების შეტევას იგერიებენ და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ და თავი შეიკავონ ზღვის მახლობლად, ღია სივრცეში ყოფნისგან.
უკრაინას ნოვოროსიისკზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის ამ ქალაქზე უპილოტო აპარატებით მასირებული შეტევა იყო 17 მაისსაც. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ წყალზედა და საჰაერო დრონებით ჩატარებული მათი ერთობლივი ოპერაციის სამიზნე იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები და სხვა მცურავი საშუალებები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ