საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო შენგელია ვერ დაეხმარა, რიგაში ლატვიასთან 55:83 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტომასონი, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 17:13 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 45:24 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ მერე საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა, თუმცა მესამე პერიოდის წინ ტაბლოზე 58:41 დაფიქსირდა, დასკვნითი მეოთხედში კი ლატვიელები დომინირებდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს ფილიპინებთან ჩაატარებს.