ყაზახი დისიდენტი ში დაჭრის შემდეგ გარდაიცვალა

სამშაბათს ყაზახი ჟურნალისტი და მთავრობის კრიტიკოსი აიდოს სადიკოვი ში გარდაიცვალა, განაცხადა მისმა მეუღლემ. ეს ორ კვირის თვზე მას შემდეგ, რაც მას, ს განცხადებით, ყაზახეთის მოქალაქეებმა ესროლეს.
მას შემდეგ ერთი ეჭვმიტანილი ყაზახეთში ჩაბარდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჯომართ ტოკაევმა თქვა, რომ მისი მთავრობა მზადაა, დანაშაულის გამოძიების საქმეში უკრაინის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.
სადიკოვი და მისი მეუღლე ნატალია სადიკოვა უკრაინაში 2014 წლიდან ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ონლაინ მედიაზე, რომელიც ხშირად ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის და შემდგომ მის მემკვიდრე ტოკაევის მიმართ კრიტიკული იყო.
უკრაინის გენერალური პროკურატურის თანახმად, ყაზახეთის ორი მოქალაქე, მათ შორის ერთი ყოფილი პოლიციელი, ეჭვმიტანილია იმაში, რომ 18 ივნისს სადიკოვს თავში ესროლეს. ორივემ ქვეყანა იმავე დღეს დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთმა ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, განაცხადა, რომ მას უკრაინას არ გადასცემს. მეორე ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

კაია კალასი – პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს – ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის მხრიდან დათმობებს უნდა მოიცავდეს