რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ორბანმა კიევში

უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ, იმუშაონ ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებს გადაჭრის.
„ჩვენ გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ხელი მოვაწეროთ ისეთივე ყოვლისმომცველ თანამშრომლობის შეთანხმებას სთან, როგორიც უნგრეთის აქვს სხვა მეზობლებთან“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა სთან შეხვედრის შემდეგ.
2012 წლის შემდეგ პირველად, კიევში დღეს დილით, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა.
უნგრეთი, რომელიც მუდმივად წინაღობებს უქმნის უკრაინის ფინანსურ დახმარებას და შემდგომ წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, 1-ელ ივლისს როტაციის წესით გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე წლის ბოლომდე.
„ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, პირველმა მოგზაურობამ წამიყვანა კიევში, რადგან მშვიდობის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის“, — დაწერა ვიქტორ ორბანმა X-ზე.
In the framework of the Presidency of the Council of the European Union, my first trip took me to Kyiv today, as the issue of peace is important not only for the security of Ukraine, but for the security of Europe as a whole. #HU24EU @ZelenskyyUa pic.twitter.com/P35J04At7B — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) July 2, 2024
ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რომელიც, მისი აზრით, დაეხმარებოდა რუსეთ-უკრაინის შემდეგ მოლაპარაკებებს.
„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ მის ინიციატივებს საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ვთხოვე, ეფიქრა, შეიძლებოდა თუ არა რაიმეს სხვაგვარად გაკეთება: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მოლაპარაკება რუსეთთან, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებს ამ მოლაპარაკებების ტემპს. მე განვიხილე ეს შესაძლებლობა პრეზიდენტთან და მადლობელი ვარ მისი გულწრფელი პასუხებისა და მოლაპარაკებებისთვის“, — განაცხადა ორბანმა.
ერთობლივი განცხადებებისას, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც პირველმა ისაუბრა, ორბანის ამ ინიციატივას არ გამოხმაურებია. ორი ქვეყნის ლიდერებს მედიის კითხვებისთვის არ უპასუხიათ.
თავის სიტყვაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისა და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანია „სამართლიანი მშვიდობა“.
მან მადლობა გადაუხადა უნგრეთს უკრაინელების მხარდაჭერისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ასევე აღნიშნა უნგრეთის მონაწილეობა უკრაინის პირველ სამშვიდობო სამიტში შვეიცარიაში.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლია უნგრეთს გამოხატოს თავისი ლიდერობა მეორე სამშვიდობო სამიტის მომზადებაში. ვხედავთ შესაძლებლობას, მოვაწყოთ მეორე სამშვიდობო სამიტი უკვე წელს“, — თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობა და უნგრეთის პრეზიდენტობის მოლოდინები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეზობლო ურთიერთობების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
„უკრაინას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და უნგრეთის პრეზიდენტობის დროს ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში, რაც შეგვიძლია“, — თქვა ორბანმა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ უნგრეთში პირველი უკრაინული სკოლის გახსნაზე.
„ამ სკოლის დაფინანსებას უნგრეთის სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. გაიხსნება იმდენი უკრაინული სკოლა, რამდენიც საჭიროა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა უნგრეთში თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში“, — აღნიშნა ორბანმა.
მან, თავის მხრივ, დააყენა უნგრული ეროვნული უმცირესობის საკითხი, რაც უკრაინისადმი ბუდაპეშტის კრიტიკის მთავარი საგანია. საქმე იმაშია, რომ კიევმა 2017 წელს მიიღო კანონი, რომელიც ყველა სკოლას ავალდებულებდა, 10 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის უკრაინულ ენაზე სწავლებას, რაც უნგრეთმა ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევად მიიჩნია. უკრაინაში 100 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება ევროინტეგრაციის პროცესში ბუდაპეშტის მიერ უკრაინისადმი წაყენებული 11-პუნქტიანი მოთხოვნების სია. უნგრეთმა თქვა, რომ კიევმა ბოლო დროს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები გაატარა, თუმცა არასაკმარისი.