რა საჩუქრები გადაეცემათ საახალწლოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს

თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სხვადასხვა ტკბილეულსა და ნუგბარს გადასცემს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ერთ სასაჩუქრე ყუთში შემდეგი სახის ტკბილეული უნდა იყოს:
თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრ ტკბილეულისგან, მათ შორის:
შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 25 გრ.
ვაფლის ბატონი არანაკლებ 65 გრ.
შოკოლადის ბატონ(ებ)ი ჯამში არანაკლებ 40 გრ. შიგთავსით (ქოქოსის ან/და კარამელის ან/და არაქსის შიგთავსებით)
შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 4 სახეობა)
კარამელის კანფეტი არანაკლებ 4 სხვადასხვა სახეობა (ორი სხვადასხვა შიგთავსით) არანაკლებ 220 გრ.
თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს, კონსერვატებს, გმო-ს და ორგანიზმისთვის სხვა საშიშ ქიმიურ ელემენტებს.
მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 (ორი) თვე მოწოდების მომენტისთვის.
თითოეული ტკბილეულის ნაკრები შეფუთული უნდა იყოს შემსყიდველთან შეთანხმებულ ბრენდირებულ მუყაოს ყუთში, საახალწლო თემატიკით.

ასევე დაგაინტერესებთ