გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი, რომელსაც 18 ივნისს კიევში ესროლეს

გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი აიდოს სადიკოვი, რომელსაც 18 ივნისს კიევში თავს დაესხნენ.
„მისი სიკვდილი ტოკაევის [ყაზახეთის პრეზიდენტი] სინდისზეა“, — დაწერა გარდაცვლილის მეუღლემ ნატალია სადიკოვამ Facebook-ზე.
ყაზახეთის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს კიევში, 18 ივნისს ესროლეს.
კიევის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში ყაზახეთის ორი მოქალაქე მონაწილეობდა.
აიდოს სადიკოვი და მისი ჟურნალისტი მეუღლე, ნატალია სადიკოვი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობენ და ლტოლვილის სტატუსი აქვთ.
სადიკოვი და მისი ცოლი მართავდნენ Youtube არხს Бәсе, სადაც აკრიტიკებდნენ ყაზახეთის ხელისუფლებას, ოლიგარქებს და 2022 წელს მხარს უჭერდნენ ყაზახეთში საპროტესტო აქციებს. სადიკოვის თქმით, სამშობლოში ექვემდებარებოდა სისხლისსამართლებრივად დევნას პოლიტიკური მიზეზების გამო. 2023 წლის შემოდგომაზე აიდოს და ნატალია სადიკოვები ყაზახეთის ხელისუფლებამ სიძულვილის წაქეზების ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?