როგორია საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – 0,01 – 1,56 ევროთი/ლიტრზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა – 0.02 – 1,49 ევროთი/ლიტრზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
30 ივნისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,20 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.40 ევროს, დიზელის საწვავი – 1,92 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,13 ევროს, დიზელის საწვავი – 1,80 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,85 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,95 ევროს, დიზელის საწვავი – 1.75 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0,565 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,60 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,71 ევრო, დიზელის საწვავი – 0,71 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 1.180 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1,28 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.81 ევროს, დიზელის საწვავი – 1.30 ევროს;
აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,551 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,10 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,27 ევროს; დიზელის საწვავი – 0,44 ევროს;
ში – A-92 მარკის ბენზინი – 1,238 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,30 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.39 ევროს, დიზელის საწვავი – 1,22 ევროს;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.20 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.22 ევროს, დიზელის საწვავი – 1.21 ევროს.
მოლდოვაში – A-92 მარკის ბენზინი – 1,266 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1,28 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,56 ევროს, დიზელის საწვავი – 1,11 ევროს.
ბელარუსში – A-92 მარკის ბენზინი – 0,672 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 0,70 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,77 ევროს, დიზელის საწვავი – 0,70 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის ბენზინი – 1,055 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,12 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.25 ევროს; დიზელის საწვავი – 1.13 ევროს;