ირაკლი ქადაგიშვილი – ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა

საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც -ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის გარშემო შექმნილი ვითარება იქითკენაა მიმართული, რომ ოპოზიცია ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ.
“ზოგადად, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ამ კანონის [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] გარშემო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უჭირს. რატომ? – ორი მიზეზია: საბოლოო ჯამში თუ ჩვენ პროპაგანდისტულ ლოზუნგს მოვხსნით, საქმე მიდის იქამდე, რომ მსოფლიო გამჭვირვალობის წინააღმდეგია. თან ისეთი მარტივი გამჭვირვალობისა, რომელიც ალბათ, ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში საწყისი სტანდარტების დონეზეა. ამიტომ, ამ გაგებით უჭირთ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, ასეთი განცხადებები კეთდება. მეორე მხრივ, საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა. არადა, თანამედროვე მსოფლიო დემოკრატია სწორედ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობაზეა აწყობილი. აქედან გამომდინარეა სწორედ ეს მდგომარეობა, რასაც ვხედავთ. ეს ძირითადად, მაინც იქითკენაა მიმართული, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ მათ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მიიღეს, რომლის შესახებაც უფრო მეტის ნახვა იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ. ვფიქრობ, ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს სურს და რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აშკარად სურს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!