საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობდნენ

UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობის პერიოდში, 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული მატჩების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში (IPCC EURO2024), უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.
„ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი თანამშრომელი სტადიონებზე, მობილური ჯგუფის სახით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების დროს, მონაწილეობდა ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ხელშეწყობის ოპერაციებში – საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებსა და მათ მიერ ორგანიზებულ მსვლელობებში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათი თანამშრომელი, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე გერმანელ პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დახმარებას უწევდნენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ