გოგა ბითაძემ ორლანდო მეჯიქთან ახალი 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ “ორლანდო მეჯიქთან” ახალ 3-წლიან და 25 მილიონ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გოგა თავისუფალი აგენტი იყო და მას ხშირად სხვადასხვა გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ ქართველი, 24 წლის კალათბურთელი ორლანდოს აღნიშნულ კონტრაქს დათანხმდა და გუნდში მინიმუმ კიდევ 3 წლით დარჩება.
გოგა ბითაძემ, ვენდელ კარტერის არყოფნაში NBA-ს 2023/24 წლების სეზონში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში 33 შეხვედრაში დაიწყო, ქართველი ცენტრი საშუალოდ 7 ქულას, 7 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. სულ კი შარშანდელ სეზონში მან 62 თამი მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 15.4 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი საშუალო სტატისტიკური მონაცემები ასეთი იყო: 5.0 ქულა, 4.6 მოხსნა და 1.2 ბლოკი.
belive.ge