უკრაინა ქართველი და სომეხი მეღვინეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. საუბარია კომპანიების მფლობელებზე, რომლებიც ღვინოს რუსეთში ყიდიან. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Економічна правда ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელი მეღვინეების კორპორაცია Укрвинпром-მა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ზოგიერთი ქართველი და სომეხი მეღვინის დასანქცირებაზე. მათი განცხადებით, ისინი პროდუქციას როგორც უკრაინულ, ისე რუსულ ბაზარზე ათავსებენ. Економічна правда-ს ინფორმაციით, საუბარია 17 საწარმოზე, მათ შორისაა, Sarajishvili და “ასკანელი ძმები”.
