საქართველოში არის “ვენესუელის სცენარის” ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვენესუელის მიერ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების განახლებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სულ რაღაც 3,5 წლის ვენესუელის საზოგადოებამ და მისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა გაუძლეს აშშ-ს მიერ არნახულ ზეწოლას, სანქციებს და ქვეყანა არ დაანებეს გარე ძალებს და მათ დიქტატს.
ანჯაფარიძის თქმით, საქართველოში არის “ვენესუელის სცენარის” ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. „ვენესუელა განაახლებს პირდაპირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის მიზნით. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. არადა, სულ რაღაც 3,5 წლის უკან აშშ-მ (და მისი ზეგავლენით ევროპამ) ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო სცნო. ამერიკელები ერთხანს ეკურკურებოდნენ გუაიდოს როგორც ვენესუელის “გარდამავალ პრეზიდენტს,” უკვე ლიდერად მიიჩნევენ და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებაზე საუბრობდნენ…
ანუ დაახლოებით ის რიტორიკა, რაც დღეს მათგან საქართველოს მიმართ ისმის თუმცა, ვენესუელის საზოგადოება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტები რომ იტყვიან მაგრად დადგნენ, გაუძლეს არნახულ ზეწოლას, სანქციებს და ქვეყანა არ დაანებეს გარე ძალებს და მათ დიქტატს. “„მე მხარს ვუჭერ დიალოგს, ურთიერთგაგებას, ჩვენი ურთიერთობების მომავალს, ცვლილებას ვენესუელას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრული პატივისცემით“, – აღნიშნა მადურომ. მე ვერ გეტყვით ზუსტად, განმეორდება თუ არა საქართველოში “ვენესუელის სცენარი,” თუმცა არის ამის გარკვეული ნიშნები. არადა, რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ “იქ”, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ვენესუელა ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება