რუსული მხარის ინფორმაციით, ყირიმში, ბელგოროდსა და ბრიანსკში 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ყირიმში, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში ოთხ-ოთხი დრონი გაანადგურეს, ყირიმში კი – სამი.
„გასული ღამის განმავლობაში, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ს რეჟიმის ტერორისტული თავდასხმების მცდელობისას, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და სამი უპილოტო საფრენი აპარატი ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ