ვოლოდიმირ ზელენსკი – ივლისმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას ცის დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივლისმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას, კერძოდ, ცის აგრესორისგან დაცვაში.
„დეტალურად გავიარეთ ივლისის ყველა გეგმა და ამ თვეს შეუძლია კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას, კერძოდ, ცის დაცვაში. ზუსტად ვხედავთ, რა უნდა განვახორციელოთ პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელ პარტნიორებთან საუბარში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვდა კონგრესის დელეგაციას და მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა ამერიკელ მეგობარს.
„ურყევი რწმენა, რომ სიცოცხლემ უნდა გაიმარჯვოს რუსეთის ომსა და პუტინის ყველა მტრულ ამბიციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია იმ პირობით, რომ შევინარჩუნებთ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი პარტნიორების გამბედაობას. შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, უკრაინისთვის საკმარისი ხარისხისა და რაოდენობის მოიერიშე თვითმფრინავები, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ეს არის ის, რაც გავლენას ახდენს ამ ომის მთელ მიმდინარეობაზე და უნდა იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებზე – მთელი ერის ყველა საერთო ინტერესებზე, რომელიც აფასებს სიცოცხლეს და სურს მშვიდობიანი სამყარო და იქნება კიდეც,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც