შარლ მიშელი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ – ჩვენ, ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ, მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობა

ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს შარლ მიშელმა ბრიუსელში მიიღო.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გამოწვევების დასაძლევად, ერთადერთი გზა ერთიანობაა.
„დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს, ვიქტორ ორბანი მივიღე, რათა ისეთი პრიორიტეტები განგვეხილა, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა, თავდაცვა, გაფართოება და სხვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ. მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობა და გაერთიანებაა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ