ჩვენ მივიღეთ ზომები შეშფოთების საჩვენებლად, ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ – ბლინკენი “აგენტების კანონზე”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეშფოთების საჩვენებლად ზომები უკვე მიიღეს, მაგრამ “კიდევ მეტს ნახავთ”. ამის შესახებ მან ბრუკინგის ინსტიტუტში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისინი არიან “რეალურად შეშფოთებულები”, მაგრამ ასევე, აქვთ “რეალური შესაძლებლობები”
“[საქართველოში “უცხო ქვეყნის აგენტების კანონის” გამო] ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოვთქვით ღრმა შეშფოთება, განსაკუთრებით მისი მიღების გამო. ასევე ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების საჩვენებლად და ვფიქრობ, ამაზე თქვენ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს და ქართველების უმრავლესობას სურს”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“ – სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით – და სამი მოსმენით მიიღო.
ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ ს ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის