გია ვოლსკი – ამნისტიის ინიციატივაზე დიდი ხანია მიდის გუნდში მუშაობა – ნუ დავუკავშირებთ წინასაარჩევნო პერიოდს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის ს განცხადებით, დიდი ხანია მმართველი გუნდში “ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება.
ამასთან, ვოლსკის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია.
“2012 წლამდე იყო, როცა ადამიანის პატიმრობით ხმებზე ვაჭრობა ხდებოდა – ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. ამნისტია მიღება კარგი ჟესტია. თავიდან ამნისტიის ინიციატივა “გირჩს“ ეკუთვნოდა, თუმცა დიდი ხანია, რაც გუნდში მუშაობა მიდის. ახლა ვერ დავადასტურებ, თუ კონკრეტულად, რა მუხლებზე გავლენ.
ნუ დავუკავშირებთ ამას წინასაარჩევნო პერიოდს, ვინაიდან, თუ ადამიანი ამნისტიის გარეთ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარლამენტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი იქნება ინიცირებული. როგორც მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მომზადებულია შესაბამისი მუხლების სია, რომელზეც ამნისტია გავრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ