“ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება გრძელდება. პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა და პარტიის საორგანიზაციო მდივანმა, გიორგი მუმლაძემ დღეს ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვა. გადაწყვეტილების მისაღებად მოქმედ თავმჯდომარეს მათ გარკვეული ვადაც მისცეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. ამ პოზიციას იზიარებს ნიკა მელიას გუნდიც.
მათი განცხადებით, ხაბეიშვილის მხრიდან მელიას პარტიიდან გარიცხვა პირდაპირი ეთერით ამორალურია.
რაც შეეხება ხაბეიშვილს და მის მხარდამჭერებს, პარტიის ოფიციალური განცხადების შემდეგ, ისინი მედიასთან აღარ გამოჩენილან. მმართველი გუნდის შეფასებით კი, მიმდინარე პროცესი “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოოდ დაშლამდე მიიყვანს.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი იმედაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ხაბეიშვილის საქციელის შემდეგ პარტიის შიგნით უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს ხმას და ხაბეიშვილ დარჩება თავმჯდომარის პოსტის გარეშე.
“მორალური ქმედება, რაც ხაბეიშვილმა ჩაიდინა, აუცილებლად პასუხს მიიღებს არა მარტო იმ ადამიანების მხრიდან, რომელსაც ის თვლის საკუთარ მოწინააღმდეგეებად, არამედ, ასევე იმ ადამიანების მხრიდანაც, რომელიც მან დანიშნა პარტიის შიგნით. მოლოდინი მაქვს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ეყოფა ძალა აგრძნობინოს ადამიანს, რომ სამარცხვინოა და მან უნდა დატოვოს პოსტი, რომელსაც არ შეესაბამება, ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს ხმას და ეს ადამიანი დარჩება თავმჯდომარის პოსტის გარეშე”, – განაცხადა გიორგი იმედაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა