„ვერ ვხვდები, რატომ აკრიტიკებენ ვილი სანიოლს ამ კონკრეტულ თამაშში ამ კონკრეტული ტაქტიკის გამო“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია:
„საქართველო სხვანაირად ვერ ითამაშებ ესპანეთთან. შეგიძლია, მხოლოდ იმ ტაქტიკით ითამაშო, როგორც გუშინ – თუ გაუძლებ, გაუძლებ. და თუ სხვანაირი ტაქტიკით ითამაშებ, უილიამსი გაგიტანს ზუსტად ეგეთ 15 გოლს კიდევ. ერთ მაგდენს ის ბოვში დაგიმატებს მარჯვენა ფლანგიდან და 4-5 მორატასაც შეუძლია.
ვერ ვხვდები, რატომ აკრიტიკებენ ვილი სანიოლს ამ კონკრეტულ თამი ამ კონკრეტული ტაქტიკის გამო. ესპანეთთან არა მხოლოდ საქართველო, ბრაზილიაც კი დიდწილად ამ პრინციპს იყენებს. იტალიაც ამის იმედზე იყო.
აი, გერმანია სულ სხვა ამბავია. იქ სხვანაირი თამაში წავა.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე