ვარლამ ებანოიძე – სებ-ის სურვილია, მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა თბილისში გამართულ რიგით მესამე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებაში მიიღო. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის, ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა და გლობალური ბიზნეს ანგელოზების ქსელის მხარდაჭერით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, სამდღიანმა სამიტმა მეწარმეებს, სტარტაპერებს, ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ 700-ზე სტუმარს მოუყარა თავი. ქართველმა სტარტაპერებმა ანგელოზ ინვესტორებს თავიანთი სტარტაპები გააცნეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო და საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სებ-ი, აქტიურად უწყობს ხელს ფინტექისთვის, მეგობრული რეგულაციური გარემოს შექმნას და მოწადინებულია, რომ მანდატის ფარგლებში, პროაქტიული იყოს და სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში ხელი შეუწყოს.
“ჩვენ, ასევე ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაშიც იგულისხმება ბლოკჩეინი და სხვა ტექნოლოგიები, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა სარგებელი და სიკეთე მოუტანონ მომხმარებლებს. გარდა ამისა, სებ-ი ქმნის ეკოსისტემას და ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა წარმოვადგინეთ კონცეფცია, როდესაც შუა კორიდორს დავუკავშირეთ ფინტექი და ფინტექზე დაფუძნებული კოოპერაცია. მიგვაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიები და ინტეროპერატიულობა ქვეყნებს შორის უზრუნველყოფენ, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს შუა კორიდორში ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებული ტრენდის აქსელერაცია”, – განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე