“ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას” – ქინქლაძე “ჯვაროსნების” ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინლაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა.
“ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.
საქართველომ დაწერა ისტორია. გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.
მადლობა, ეროვნული ნაკრები, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.
გაუმარჯოს საქართველოს!”, – წერს ქინქლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.