უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის ავიაკატასტროფის გამოძიება დასრულდა. გამომძიებლების დასკვნის საფუძველზე, საგანგებო სამსახურის 5 თანამშრომელს ბრალი ედება ავიაციის უსაფრთხოების წესების დარღვევაში.
გამოძების მიხედვით, ვერტმფრენს არ ჰქონდა უფლება, საგანგებო სიტუაციების გარდა, სხვა ვითარებაში განეხორიცელებინა ფრენა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკიპაჟის ხელმძღვანელს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია ამინდის შესახებ და არც უფლება ჰქონდა, ასეთ პირობებში ფრენა განეხორციელებინა. ამავდროულად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა არცერთმა ზედამხედველმა პირმა არ შეაჩერა ვერტმფრენის აფრენა არ შეაჩერა და არც ამინდის გაუმჯობესებამდე მისი დროეიბთ გადადება სცადა.
18 იანვარს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის თავად მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ისხდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა ვერტმფრენის ყველა მგზავრი.